თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილებები განიხილეს. საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია დატოვა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში გადავიდა. ამავე დროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას შეუერთდა მარიამ ზაქარიაშვილი, რომელმაც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დატოვა.
კომისიის წევრებმა წარდგენილი საკითხები ცნობად მიიღეს.